Showing posts with label ღირებულებები. Show all posts
Showing posts with label ღირებულებები. Show all posts

Tuesday, April 03, 2007

ღირებულებები, რომელსაც არ ვაღიარებთ...

საინტერესო სტატია 24 საათიდან:

ნებისმიერი სახელმწიფო წარმოადგენს ღირებულებათა სისტემას, რომელზეც საზოგადოების დიდი ნაწილი შეთანხმებულია. ვთქვათ, თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში ეს არის კანონის უზენაესობა, ადამიანის თავისუფალი პოლიტიკური და პირადი არჩევანის უფლება, სიტყვის თავისუფლება, რელიგიური თავისუფლება, სქესთა თანასწორობა. ნაკლებგანვითარებული ქვეყნებისთვის ეს არის უფლის და მისი კანონების უზენაესობა, მამაკაცთა უპირატესობა, უფროსის მორჩილება და ა.შ.
ღირებულებების
თვალსაზრისით, განვითარებულ და განუვითარებელ ქვეყნებს შორის მთავარი სხვაობა - ადამიანია. ერთში ადამიანი არის მთავარი ღირებულება (ინდივიდის უფლებები არის ხელშეუვალი და კანონებით გარანტირებული, მას ასევე აქვს მოვალეობები, რომელიც ასევე კანონებით არის დარეგულირებული). მეორეში კი - მთავარი ღირებულება არის თემი, სახელმწიფო და საზოგადოების საჭიროებები. ასეთ საზოგადოებებში ადამიანი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია ამ მთავარი ღირებულების დაცვა და მისი ერთგულება. გაგრძელება იხილეთ აქ